Back to all Post

გ. კირვალიძე – მოხსენებითი ბარათი

საბჭოთა კავშირის დროს, განსაკუთრებით სტალინის ეპოქის დროს, პარტიული ფუნქციონერები ერთმანეთისაგან განსხვავებოდნენ. ზოგი აკეთებდა კარიერას, თანაპარტიელების გვამებზე აღზევებით. რეპრესიების შიშით სხვები დიდ სიფრთხილეს იჩენდნენ. ისეთებიც იყვნენ, ვისაც კომუნისტური იდეალების ერთგულად სჯეროდათ და პარტიის წესდების მიხედვით ცხოვრობდნენ. რთული სათქმელია, ვის განეკუთვნებოდა ჩვენი დღევანდელი გმირი, მაგრამ ერთი მის მიერ შექმნილი დოკუმენტი ნამდვილად ისტორიული გახდა.

საუბარია გიორგი კირვალიძეზე. ის მეორე მსოფლიო ომის დროს იყო საქართველოს კპ(ბ) ახალციხის რაიკომის მდივანი. 1944 წელს კირვალიძემ დაწერა მოხსენებითი ბარათი საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის მდივნის და საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის სახელზე. მისი რაიონის მაცხოვრებლების შესახებ საუბრისას, ის აღნიშნავდა, რომ “ე.წ. აზერბაიჯანელების თითქმის მთელ რაოდენობას სინამდვილეში შეადგენენ გამუსულმანებული ქართველები”. მან ზედმიწევნით აღწერა მუსულმანი მესხების მდგომარეობა და შესთავაზა სიტუაციის გამოსწორების ზომები. რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო წარმოედგინა, რომ მესხებს 4 თვეში გადაასახლებდნენ.

ამ “მოხსენებითი ბარათის” ტექსტი პირველად გამოქვეყნდა 1989 წელს ჟურნალში “საბჭოთა სამართალი”.

Add Your Comment