Back to all Post

მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში

გიორგი ბოჭორიძის (1884-1939 წწ.) დამსახურება საქართველოს წარსულის შესწავლაში ჯერ კიდევ არაა სრულად დაფასებული. მას მოღვაწეობის დაწყება მოუხდა იმ დროში, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობისაკენ აქტიურად მიილტვოდა, შემდეგ კი ბოლშევიკური რეჟიმის პერიოდში.

1932-33 წლებში გიორგი ბოჭორიძემ შეისწავლა სამცხე-ჯავახეთის ისტორიული ძეგლები. ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ ეს იყო პირველი მოგზაურობა ამ მხარეში, რომელსაც მაღალი კვალიფიკაციის ისტორიკოსი ატარებდა. ამიტომაა, რომ ეს ჩანაწერები ინტერესს იწვევს არა მხოლოდ ძეგლების აღწერით. მან გულდასმით შეისწავლა მეურნეობის სხვადასხვა დარგები (მეხილეობა, მევენახეობა), მოსახლეობის ეთნიკური და რელიგიური მდგომარეობა, ხალხური გამოთქმები, ეპიტაფიები და გამოსახულებანი საფლავის ქვებზე.

მან ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებიც კი შენიშნა. მაგალითად, სოფელ უდეში, წმინდა გიორგის ეკლესიაში მან პატარა ქვა აღმოაჩინა. ქვაზე 12 სტრიქონიანი ტექსტი იყო, მოგვიანებით განადგურებული და ტექსტიდან მხოლოდ სამი-ოთხი ასო გადარჩა.

გ. ბოჭორიძის მოგზაურობის ჩანაწერები სამცხე-ჯავახეთის წარსულის ბევრ უცნობ ფურცელს აღადგენს. ნაშრომს ერთვის ავტორის მიერ შესრულებულ ეკლესიათა თუ სხვა ძეგლთა ნახაზები და წარწერების მონახაზები.

Add Your Comment