ზარზმის მონასტერი ქართული ხუროთმოძღვრების ერთერთი დიდებული ქმნილებაა. საქართველოს ამ მამათა მონასტერზე მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნებული მრავალი პუბლიკაცია არსებობს. გუგლის საძიებო სისტემა სიტყვაზე “ზარზმა” დაახლოებით 21000 პასუხს იძლევა. ამ მონასტერზე საუბარია ისტორიულ გამოკვლევებში, არქიტექტურულ მიმოხილვებში, ტურისტულ ბუკლეტებში…
მაგრამ, თუ თქვენ წაიკითხავთ კლარა ბარათაშვილის მოთხრობას “ზარზმა – წმინდა სავანე”, გაიგებთ ზარზმის მონასტერზე და მესხებზე რაღაც ახალსა და საინტერესოს. ისეთს, რასაც დისერტაციები, გზამკვლევები ან ბუკლეტები ვერ მოგიყვებიან.