Back to all Post

მესხების ეთნოგრაფია

ტერმინი “ეთნოგრაფია” ბერძნული წარმოშობისაა (ethnos – ხალხი და grafho – აღწერა). ეს არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს ეროვნებებისა და ეთნოსების ყოფის, ჩვეულებებისა და მატერიალური კულტურის თავისებურებებს. ამ განყოფილებაში ორ მასალას ვაქვეყნებთ: “მაჰმადიანი მესხი ქალების სამკაულები” და “მაჰმადიანი მესხების ზოგიერთ რწმენათა შესახებ”. მესხებს, მათ შორის მაჰმადიან მესხებს, ხელოსნობის, საიუველირო ხელობისა და მატერიალური კულტურის სხვა გამოვლინების მდიდარი ისტორია აქვთ. ასე, რომ მათ სრული უფლება აქვთ იამაყონ თავისი კულტურული მემკვიდრეობით.

მაჰმადიან მესხთა ნაწილმა 1944 წელს საქართველოდან გასახლების შემდეგ დაკარგა მესხეთური იდენტობა. ერთნი გახდნენ აზერბაიჯანელები, სხვანი გათურქდნენ, ზოგიერთი ამერიკელი გახდა … მაგრამ ისინიც კი თავის ცხოვრებაში – როგორც ყოველდღიურ ყოფაში, ისე სადღესასწაულო წესებშიც დღემდე იყენებენ თავიანთი წინაპრების კულტურის ელემენტებს. 

* სტატიები გადათარგმნილია რუსული ენიდან

Add Your Comment