როგორც თქვენ უკვე იცით “არა ტოლერანტული დებატებიდან”, ჩვენი და უჩა ბლუაშვილის შეხედულებები აწმყოსა და მომავლის რიგ საკითხებში განსხვავდება. მაგრამ ისტორია გვაერთიანებს. ისტორია ჩვენს წინაპრებს საერთო ჰქონდა. ამიტომ, ვთვლით მეტად სასარგებლოდ, გაგაცნოთ უჩა ბლუაშვილის წიგნი “მესხეთის სახელოვანი შვილები”. წიგნი მოგვითხრობს რამდენიმე გამოჩენილი მესხის შესახებ – მართლმადიდებლების, კათოლიკეების და მუსულმანების შესახებ, ვინც წვლილი შეიტანა არა მხოლოდ თავისი მხარეს, არამედ მთლიანი საქართველოს განვითარებისათვის.