მთავარეპისკოპოსის ანანია ჯაფარიძის ნაშრომში “მესხეთი. ქართველთა გამაჰმადიანება” უხვ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით გადმოცემულია ოსმალთა და ირანელთა მიერ დაპყრობილი საქართველოს კუთხეთა გამაჰმადიანება, კერძოდ, მესხეთის გამაჰმადიანება, ეს პროცესი ხალხმა “გათათრებად” შერაცხა. აგრეთვე, ავტორი მათ მიერ ქართული ენის დავიწყების საკითხებს განიხილავს და გადმოსცემს გამაჰმადიანებულ ქართველთა გვარების სიას.