Back to all Post

მესხთა ტრაგედია

ხალილ გოზალიშვილი (1925-1995 წწ.) იყო დეპორტირებულ მესხთა იმ ფრთის მეთაური, რომელიც თავს ეროვნებით ქართველებად, კერძოდ მესხებად, აღმსარებლობით კი მაჰმადიანებად მიიჩნევდა.

ხალილ გოზალიშვილის მთელი იერი ასხივებდა სიბრძნეს, სიმამაცესა და კეთილშობილებას. იგი დეპორტირებულ მესხთა სხვა თავკაცებთან ერთად იბრძოდა ისტორიული სამართლიანობის აღდგენის, გაძევებულ მესხთა სამშობლოში დაბრუნებისა და მათთვის ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებისათვის, იმისათვის, რომ მის თანამემამულეებს თავიანთი ქართული წარმომავლობა არ დავიწყებოდათ. ამიტომაც დაწერა მან “მესხთა ტრაგედია”.

შეიძლება ითქვას, ხალილი ამ წიგნს წერდა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში.

Add Your Comment