Back to all Post

მოხსენებათა კრებული მესხების პრობლემებზე

2001 წელს თბილისში ჩატარდა II სამეცნიერო საზოგადოებრივი კონფერენცია პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს 1944 წლის სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული მოსახლეობის რეპატრიაციის, რეაბილიტაციის და ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობას. ეს პროექტი განხორციელდა “მამულიშვილის” ასოციაციის მიერ საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

კონფერენციაზე გ. მამულიას, გ. ანანიაშვილის, ე. ბათიაშვილის, მ. ბარათაშვილის, ნ. ნათაძეს, რ. რასმუსენის, მ. მირზიაშვილის და სხვ. წარდგენილი მოხსენებები შეიცავს ობიექტურ ინფორმაციას და ფაქტობრივ მასალას სამართლებრივ, სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა საკითხებზე.

Add Your Comment