Back to all Post

ომაზ ჩხეიძე. “გახლეჩილი რწმენა”

“მე თვითნასწავლი მხატვარი ვარ, ვხატავდი გულით და არა ხელით“, – ამბობს ცნობილი ქართველი მხატვარი და მწერალი ომაზ ჩხეიძე. იგი 1948 წელს ბორჯომში დაიბადა. მან ცნობილ გპი-ს (საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი) წარჩინებით დასრულების შემდეგ მოსკოვში ასპირანტურაში ჩააბარა. ტრეტიაკოვის გალერეის, პუშკინის სახ. მუზეუმის, გამოფენების დათვალიერების შემდეგ მხატვრობით დაინტერესდა. 

პირველი პერსონალური გამოფენა შედგა 1988 წ. ბორჯომში, შემდეგ თბილისში. მისი 4 ტილო გააგზავნეს მოსკოვში, საკავშირო ფესტივალზე, სადაც 6000 ექსპონატს შორის ,,გალაქტიონმა“ მოიპოვა პირველი ადგილი და ოქროს მედალი. ასევე დიდი წარმატება ხვდა ამ ტილოს 1989 წელს პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც უმაღლესი ჯილდო “გრან-პრი” მიენიჭა. აღსანიშნავია მის მიერ შექმნილი ტილოები: “ილია”, “ექვთიმე თაყაიშვილი”, “აბესალომ და ეთერი” და ათობით სხვა. 

იგი ასევე არის ოთხი წიგნის ავტორი. კერძოდ, ისტორიული რომანი “გახლეჩილი რწმენა” და წიგნი “ჩვენი მესხები” მოგვითხრობს დეპორტირებული მესხის პრობლემების შესახებ. მისი მთელი შემოქმედება გაჟღენთილია საქართველოს სიყვარულით.

ამ შემოქმედებითი პიროვნების ნიჭი სხვადასხვა სფეროში გამოიკვეთა. მაგალითად, ბატონი ომაზი იყო ბორჯომის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. შესანიშნავად თამაშობს ჭადრაკს, წარმატებით მონაწილეობდა სხვადასხვა ტურნირებში, მის მოსწავლეებს არაერთი მნიშვნელოვანი შედეგები აქვთ დადებული ქვეყნის მასშტაბით.

წარმოგიდგენთ ომაზ ჩხეიძის ტილოს “გახლეჩილი რწმენა”.

Add Your Comment