სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურათმცოდნეები და სიტყვის
ოსტატები ვერ შეთანხმდნენ, რომელ ჟანრს ეკუთვნის წინამდებარე წიგნი.
ერთნი მას ისტორიულ-დოკუმენტურ მოთხრობას
უწოდებენ, სხვები – მხატვრულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებს,
ზოგი პოლიტიკურ პამფლეტად მიიჩნევს, ზოგი კი ირწმუნება,
მემუარებიაო.
ალბათ, ყოველი მათგანი რაღაცაში მართალია.
ასეა თუ ისე, ეს წიგნი, შეიძლება ითქვას, ერთადერთი ნაშრომია, რომელიც აღწერს XX საუკუნის დასაწყისის მესხების
ცხოვრებას, სტალინისდროინდელ გასახლებას და მესხების
ბრძოლას სამშობლოში დაბრუნებისათვის. მან დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია და როგორც რიგითი მკითხველების, ისე საზოგადო მოღვაწეების, ისტორიკოსებისა და
მწერლების მაღალი შეფასება დაიმსახურა.