Back to all Post

ცოცხალი ისტორიები

მესხების შესახებ მეცნიერული კვლევების მნიშვნელობა უდავოა. ასევე ფასეულია მასალები მესხთა საკითხის პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური და სხვა ასპექტების შესახებ. მაგრამ ნებისმიერი ერი ან ტომი შედგება ადამიანებისგან.  ამიტომაც, თემის შიგნიდან გასაგებად, ვფიქრობთ, საინტერესოა კონკრეტული ადამიანების აზრის გაცნობა, იმისცოდნა, თუ რა გადაიტანეს მათ, რას ფიქრობენ, როგორ ესახებათ მომავალი.

კლარა ბარათაშვილმა მოამზადა მოთხრობების ციკლი «ცოცხალი ბსტორიები». ეს კონკრეტული გადასახლებული მესხების მიერ მოთხრობილი არა გამოგონებული ისტორიებია. ყველა ამ ადამიანმა, გადატანილი ტრაგედიის მიუხედავად, შეინარჩუნა ადამიანური ღირსების გრძნობა. მათ სამშობლოს – საქართველოს სიყვარულიც აერთიანებს. 

 ციკლში შევიდა შემდეგი მესხების ინტერვიუები და მოთხრობები:

კამილა ნურიტდინოვა (გოჩაძე)

როზა გოჩაძე,

ჰადიჯა ომაროვა,

ალმაზა  ცაცანიძე,

ფეიაზ ომაროვი, 

გიულიარ ხოსაძე,

გიულდასტ ტაიროვა,

ნათელა ახმედლი,

აზო ბერიძე,

საშიკო დიასამიძე,

ჩახო ლაზიშვილი,

მინაიათ კულაევა (არევაძე),

ფატიმა ჭილაშვილი.

Add Your Comment